დაბრუნება - გაცვლა
კომპანია იძლევა გარანტიას, რომ მოხმარებელს მიეწოდება მაღალ ხარისხიანი პროდუქცია, თუმცა, თქვენ, შესაძლებელია გადაწყვიტოთ მიღებული პროდუქტის გადაცვლა ან დაბრუნება.
თუ თქვენ გადაწყვეტთ პროდუქტის დაბრუნებას ან გადაცვლას, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: info@elvakids.ge მიუთითეთ თქვენი შეკვეთის ნომერი და მიზეზი, რატომ გსურთ აღნიშნული პროდუქტის დაბრუნება / გადაცვლა. პროდუქტის დაბრუნების / გადაცვლის შესახებ მოთხოვნის გამოგზავნა შესაძლებელია შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, მოთხოვნის გამოგზავნიდან პროდუქტის დაბრუნება / გადაცვლა შესაძლებელია 14 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაბრუნება / გადაცვლა აღარ იქნება შესაძლებელი.
ფასდაკლებული პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა არ არის შესაძლებელი.
პროდუქტის დაბრუნების შემდეგ, ჩვენი ხარისხის კონტროლის წარმომადგენლის მიერ მოხდება მისი შემოწმება და ქვემოთ მოცემული პირობებიდან ყველა პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება პროდუქტში გადახდილი თანხის ანაზღაურება 5-7 სამუშაო დღის ვადაში თქვენს მიერ გამოყენებულ საბანკო ბარათზე.
დაბრუნებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
1. პროდუქტზე შენარჩუნებული უნდა იყოს ბრენდირებული იარლიყების ადგილმდებარეობა და მთლიანობა.
2. შენარჩუნებული უნდა იყოს იგივე შეფუთვა, რაშიც პროდუქტი მიღებისას იყო განთავსებული.
3. პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს რაიმე სახის დაზიანების კვალი.
4. პროდუქტი არ უნდა იყოს გარეცხილი და გაწმენდილი.
5. პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს თამბაქოს, ალკოჰოლის ან სუნამოს კვალი / სურნელი.
აღნიშნული კრიტერიუმებიდან, თუნდაც ერთის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სამწუხაროდ მოთხოვნა პროდუქტის უკან დაბრუნება / გადაცვლის შესახებ არ მიიღება.
ასევე, თუ პროდუქტის დაზიანება მოხდება, დაბრუნებისას, მომხმარებლის მიერ არასწორად შეფუთვის გამო, აღნიშნული პროდუქტის უკან დაბრუნება / გადაცვლა აღარ იქნება შესაძლებელი და პროდუქტი ისევ დაუბრუნდება მომხმარებელს.
ამ ეტაპზე, პროდუქტის დაბრუნების / გადაცვლის შემთხვევაში, პროდუქტის უკან დაბრუნების ხარჯის დაფარვა უნდა მოხდეს მომხმარებლის მიერ და პროდუქტი აუცილებლად უნდა გამოიგზავნოს საკურიერო კომპანია ,,Delivo -ს ‘’ მეშვეობით. საკურიერო კომპანია ,,Delivo -ს საკონტაქტო ტელ. ნომერი: 032 2 00 00 10
ქარხნული წუნის/ნაკლის შემთხვევაში დაბრუნება/გაცვლის ხარჯებს დაფარავს კომპანია ,,ELVAKIDS’’. პროდუქტის დაბრუნება უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე:
საქართველო, ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N4, საფოსტო ინდექსი 0186
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: info.elvakids@gmail.com