Elvakids-ში ჩვენ ვიზიარებთ იდეას, რომ პირველი გარდერობი თქვენი პატარასთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტანსაცმელი. ეს არის აუცილებელი ნივთების ნაკრები, რომელიც საჭიროა თქვენი პატარას კომფორტის, ჯანმრთელობისა და სტილისთვის. მოდით გავიგოთ, რატომ არის “იდეალურ 8-ულის” თითოეული ელემენტი შეუცვლელი.
1. ნაკაწრების საწინააღმდეგო ხელთათმანები
ახალშობილებს აქვთ პატარა ბასრი ფრჩხილები, რომლითაც შეუძლიათ უნებურად გაკაწრონ თავიანთი ნაზი კანი. ეს ნაკაწრის საწინააღმდეგო ხელთათმანები გთავაზობთ დაცვას, რომელიც თქვენი ბავშვის უსაფრთხოებისა და კომფორტის გარანტიას გაძლევთ.
2. ქუდი
ბავშვები დაუცველი თავის გამო შესაძლოა გაცივდნენ, რაც ხდის ქუდს აუცილებელს მათთვის. ჩვენი საყვარელი ქუდები არა მხოლოდ ათბობს თქვენს პატარას, არამედ ხიბლს აძლევს მათ გარეგნობას.
3. ბოდე გრძელი მკლავით
შედარებით გრილ ამინდში ბოდე გრძელი მკლავით დამატებით სითბოს აძლევს პატარას. გრძელმკლავიანი ბოდე თქვენი ბავშვის გარდერობის კომფორტისა და სიმყუდროვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.
4. ბოდე მოკლე მკლავით
მზიანი დღეებისთვის ან როდესაც ბავშვს სიგრილეს საჭიროებს, ბოდე მოკლე მკლავით აუცილებელია, ვინაიდან ის თქვენს პატარას თბილ ტემპერატურაში კომფორტს ანიჭებს.
5. შარვალი
რბილი, კარგად მორგებული შარვალი აუცილებელია თქვენი ბავშვისთვის, თავისუფალი ჭრის წყალობით, შარვალი უქმნის კომპორტს და არ ზღუდავს ბავშვის მოძრაობას.
6. კლასიკური კომბინეზონი
ჩვენს კლასიკურ კომბინეზონში ორმხრივი ელვით, შერწყმულია მოხერხებულობა და კომფორტი. მსგავსი კომბინეზონები ბავშვის ჩაცმისა და გამოცვლის პროცესს ბევრად მარტივს ხდის და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს ღამით.
7. წინსაფარი
ბავშვების კვების დროს ტანსაცმლის გაჭუჭყიანების დიდი შანსია და სწორედ აქ გვეხმარება წინსაფარი. ის ინარჩუნებს თქვენი ბავშვის ტანსაცმელის სისუფთავეს და ამცირებს დასუფთავების საჭირო ძალისხმევას.
8. პირსახოცი
აბაზანის შემდეგ თქვენი ბავშვი საჭიროებს ჩვენი რბილი, შთამნთქმელი პირსახოცის ნაზ შეხებას. ჩვენი პირსახოცი ამშვიდებს თქვენს პატარას და ბანაობის პროცესს სასიამოვნოდ აქცევს.
Elvakids-ის წარმოება
აღსანიშნავია რომ ჩვენი ბრენდი საქართველოშია დაფუძნებული, თუმცა ჩვენი პარტნიორობა თურქეთის წამყვან, GOTS სერთიფიცირებულ მწარმოებლებთან, იძლევა “იდეალური 8-ულის” ნაკრების თითოეული ელემენტის ქსოვილის, უმაღლესი ხარისხის და გარანტიას. ჩვენი გლობალური თანამშრომლობა გთავაზობთ საუკეთესო პროდუქციას ბავშვის ტანსაცმლის სფეროში.
შემოუერთდი Elvakids-ის ოჯახს.