Designed in Georgia, Made in Turkey  

The Basics of the 5 S’s Method

მშობლისთვის, ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა არის ბავშვის დაწყნარება. ფუსფუსა და დაუკმაყოფილებელმა ბავშვმა შეიძლება დაგტოვოთ უსაშველო, იმედგაცრუებულ და გამოფიტულ მდგომარეობაში. საბედნიეროდ, არსებობს მეთოდი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დაამშვიდოთ თქვენი ბავშვი სწრაფად და ეფექტურად: 5 გ.

5 გ არის ტექნიკების ნაკრები, რომელიც შემუშავებულია, პედიატრისა და ბავშვთა განვითარების ექსპერტის, ექიმი ჰარვი კარპის მიერ. ეს ტექნიკები იმიტირებსს დამამშვიდებელ გრძნობებს, რომლებსაც ჩვილები განიცდიან საშვილოსნოში, რაც ეხმარება რომ თავი უსაფრთხოდ, დაცულად და დამშვიდებულად იგრძნონ.

 

 

პირველი გ არის გახვევა: თქვენი ბავშვის მჭიდროდ გახვევა პლედში ან კოკონის გამოყენება, რაც ქმნის საშვილოსნოში ყოფნის მყუდრო გრძნობას. ის ასევე ხელს უშლის გაოცების რეფლექის წარმოქმნას, რომელმაც შეიძლება მძინარე ბავშვი გააღვიძოს.

 

 

მეორე გ არის გვერდითი ან მუცლზე დაჭერის პოზიცია: თქვენი ბავშვის გვერდულ მდგომარეობაში ან მუცელზე დაჭერა დაეხმარება მას, რომ თავი უფრო დაცულად და კომფორტულად იგრძნოს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს ტექნიკა უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მაშინ, როცა ხელში ატარებთ თქვენს პატარას, რადგან ესეთ პოზიციაში უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, იზრდება SIDS-ის რისკი. ეს პოზიცია ასევე დაგეხმარებათ გაზებისა და კოლიკების შემსუბუქებაში.

 

 

მესამე გ არის გაჩუმება: ჩვილებს მსუბუქი ხმაური ამშვიდებთ, რადგან ის პლაცენტაში შემოდინებული სისხლის ხმას იმიტირებს. თქვენ შეგიძლიათ ეს ხმა ჩურჩულით ან თეთრი ხმაურის აპარატის გამოყენებით გამოიწვიოთ.

 

 

მეოთხე გ არის გაქანავება: ჩვილები მიჩვეულები არიან ნაზ მოძრაობას, რომელსაც საშვილოსნოში ყოფნისას გრძნობენ, ამიტომ მათი რხევა, გაქანავება ან რწევა შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს მათ დასამშვიდებლად. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თავიდან აიცილოთ უეცარი ან ქაოტური მოძრაობები.

 

 

მეხუთე და ბოლო გ არის გამოწოვა: წოვა ჩვილებისთვის ბუნებრივი რეფლექსია, რომელიც დამამშვიდებელ ეფექტს იწვევს და უფრო ადვილად დაძინების საშუალებას აძლევს. ამის მიღწევა შეიძლება ძუძუთი კვებით, ბოთლით ან საწოვარით.

 

 

ამ ხუთი ტექნიკის ერთად გამოყენებისას შეიძლიათ პატარას შეუქმნათ ძლიერი დამამშვიდებელი ეფექტი, რომელსაც შეუძლია დაამშვიდოს ყველაზე ფუსფუსა ჩვილიც კი. 5 გ-ს მეთოდის სილამაზე არის ის, რომ იგი არის მარტივი, ადვილად დასამახსოვრებელი და მისი გამოყენება შესაძლებელია ყველგან, სახლშიც და გარეთ.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია და ის, რაც ერთს ერგება, შეიძლება მეორეზე არ იმოქმედოს. სხვადასხვა ტექნიკის შესწავლა და თქვენი პატარისთვის მოსარგები მეთოდის პოვნა არის გასაღები მათთვის საჭირო კომფორტის შესაქმნელად.

გაზიარება